- Advertisement -

ლატვიელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ლატვიელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი და მთიანი აჭარა. ისინი ასევე, გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორს, სამზარეულოს და დაესწრნენ დელფინების შოუს ბათუმის დელფინარიუმში.

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ორი წლის წინ დაიწყო. სარელამო აქტივობები ძირითადად, გარე რეკლამას, აქტიურ ონლაინ რეკლამას, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონში ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მომწვევას ითვალისწინებს. მზარდია აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც ლატვიიდან, რაც მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით 24%-იან ზრდას გულისხმობს.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც სატელევიზიო რეკლამას, გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრეს და ინფოტურების ორგანიზებასა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის რეკლამირებას ითვალისწინებს.

 

Comments
Loading...