- Advertisement -

ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობას აგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ვარცელებს.

მერიის ინფფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეგრისისა და კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, ორივე უბანში სანიაღვრე სისტემების პრობლემა და კოლხეთის უბანში საბავშვო სკვერის მოწყობა დაასახელა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა განუმარტა, რომ სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია ლომოურის, რიგისა და თეთრი გიორგის ქუჩებზე. პროექტის ღირებულება 100 000 (ასი ათასი) ლარს შეადგენს.

ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
 

Comments
Loading...