- Advertisement -

ლევან გამყრელიძე ბათუმში გამართულ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ლევან გამყრელიძე – “საგამოძიებო სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება.

ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარება.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნულ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როგორც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს იმ ჯაჭვისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და ამ კუთხით, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.

როგორც ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ის დანაშაულებია, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და უწყებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ლევან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა,მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...