- Advertisement -

“ლეიბორისტების” წარმომადგენელი: ფოთში მიტობებული ობიექტების ღობეებს ჩემი ხელით დავამტვრევ

ფოთის საკრებულოს სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯრომარემ, მამუკა ხორავამ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ქალაქში მიტოვებული ობიექტების საკითხის მოგვარებისთვის 10 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვვაში, როგორც მან განაცხადა, საკუთარი ძალებით შეეცდება ამ პრობლემის გადაჭრას:

„უკვე რამდენიმე წელია, ქალაქის ცენტრში ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარე ტერიტორია შემოღობილია. როდესც მოვითხოვეთ ამ ტერიტორიის მოწესრიგება აღმოჩნდა, რომ ობშორულ ზონაშია და იქ რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. მსგავსი ადგილები სამწუხაროდ მრავლადაა ქალაქში და ნაგავსაყრელადაა ქცეული.უნდა მოიხსნას შემოკავებული ღობე და მოეწყოს ღია სკვერი. მივმართავ საკრებულოს თავჯდომარეს და მოადგილეს, მოვითხოვოთ ამ ობიექტების საბუთები, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, ბევრ ხარვეზებს აღმოვაჩენთ. თუ ზომებს არ მიიღებთ მაქსიმუმ 10 დღის ვადაში, ერთ დღეს ავდგები წამოვიღებ სახლიდან ხერხს და ნაჯახს და ჩემი ხელით დავაწვენ ყველა ღობეს, ამას ხმამარლა ვაცხადებ, შევკრიბავ მხარდამჭერებს და საკუთარი ხარჯებით, ტრაქტორით მოვასწორებ იქაურობას და ლამაზი სკვერი იქნება, თავისი დასასვენებელი ადგილებით“.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის თქმით, კომისიას ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. ფოთელი „ლეიბორისტის“ მიერ დათქმული 10 დღიანი ვადა კი 8 აპრილს იწურება.

Comments
Loading...