- Advertisement -

“ლეიბორისტები”: ქუთაისი მერმა საჯარო მოხელეებს ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შედგენა დაავალა

“ქუთაისის მერმა მერიას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შედგენა დაავალა. მერმა აღნიშნული დავალება თითოეულ დაწესებულებაში გამართულ სპეციალურ თათბირზე გასცა,”- განცხადებას ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა აკეთებს.

გუგავას თქმით, მერის მიერ გაცემული დავალება სისხლის სამართლის დანაშაულია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, საჯარო მოხელეებმა ათი კაციდან 25 კაცამდე სია უნდა წარადგინონ. სიის მოცულობა საჯარო მოხელის ხელფასსა და რანგზეა დამოკიდებული.

“რაც ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება თავისი მოქმედებებით გადადის აგრესიულ ფორმებში. ქუთაისის მერის დავალებით, ჩატარდა სპეც. თათბირი მერიას დაქვემდებარებულ ორგანოებში. საჯარო მოხელეებს ავალებენ 20-25-კაციანი სიის შედგენას და ხდება იმის შემოწმება, რამდენად რეალურია ეს სიები. ამგვარი დავალების გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საჯარო მოხელემ იმის მიხედვით, რა პოზიციას იკავებს და რამდენი აქვს ხელფასი, ათი კაციდან 25 კაცამდე სია უნდა წარმოადგინოს,”-ამბობს სამსონ გუგავა.

გუგავას თქმით, ის აპირებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართოს.

Comments
Loading...