- Advertisement -

ლენტეხის სასწრაფო დახმარების ცენტრს საჩუქრად ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, ლენტეხის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს საჩუქრად ახალი ეევროსტანდარტების, შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და აღნიშნა რომ:

"სპეცმანქანა ხელოვნური სუნთქვის აპარატით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორით, ელექტრო მქაჩით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი, რაც ჩვენს სამედიცინო ეკიპაჟს, საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მოემსახუროს მოსახლეობას და აღნიშნული ავტომობილი ასევე ხელს შეუწყობს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე უსაფრთხო გადაადგილებას, არ იქნება შეუსრულებელი გამოძახება.’’

Comments
Loading...