- Advertisement -

ლენტეხში, სოფელ წანაში მოსახლეობა “ხელედულა 3-ი ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს

სამი სოფლის, წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა "ხელედულა 3-ი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს, რომელის მშენებლობის სამუშაოებიც მათივე თქმით გაზაფხულიდან დაიწყებს.

ადგილობრივების თქმით, ხელედულა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს და სამუშაოებს შპს."ხელედულა ენერჯი" განახორციელებს.

მოსახლეობის თქმით, მათვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას აპირებდნენ.

მშენებლობის დაწყების და ჰესის აშენების შემთხვევაში სამ სოფელში მცხოვრებლები აცხადებენ რომ ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600 ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდდება.

Comments
Loading...