ლეჩხუმში, “ნამახვან ჰესთან” დაკავშირებით ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან ცაგერის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 აგვისტო, 2018 160 ამ წუთებში ლეჩუხმში, სოფელ ტვიშის ცენტრში ადგილობრივებს, მხარის გუბერნიის წარმომადგენლებსა და ცაგერის მერის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეიბს ნამახვან ჰესთან დაკავშირებით. ადგილობრივების პოზიციაა, რომ ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან ეს გამოწივევს 10-მდე სოფლის განადგურებასა და უნიკალური ყურძნის ჯიშების გადაშენებას. როგორც კომპანია "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია", აცხადებს, " ვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რაც როგორც მოძრაობის წევრებს, ასევე ხეობაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აინტერესებს"