- Advertisement -

ლიბიაში დაკავებული სამი ქართველის ახლობლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ

ლიბიაში დაკავებული სამი ქართველის რომან კაკალაძის, ნუკრი ხოხბას და გენო კომახიძის ოჯახის ახლობლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, ლიბიის საპატიმროში მყოფი ქართველი მეზღვაურები რთულ პირობებში იმყოფენიან. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირების მოუწოდებენ.

"მთავრობას ვთხოვთ, ყურადღება მოგვაქციოს და დაკავებულებს დაუკავშირდნენ. მეზღვაურებს ყოველ დღე ვუკავშირდებით და მთხოვეს, რომ ვიღაც არაბის ანგარიშსზე თანხა ჩავურიცხოთ, რათა წყალი იყიდონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ რეაგირებს. ხელისუფლებამ რომ საკითხით არ დაინტერესდა, ამიტომ აქციას ვმართავთ." – განუცხაა "აიპრესს რომა კაკალაძის დამ სალომე კაკალაძემ.

ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. დაკავებულებს ბრალად არალეგალური ტვირთის გადატანა და აკრძალულ წყლებში ნაოსნობა ედებათ ბრალად.

Comments
Loading...