- Advertisement -

ლუკა ბესელია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იძლევა საშუალებას გაიფართოვო თვალსაწიერი

ლუკა ბესელია: „აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი, რომელიც ხელს უწყობს აჭარაში მოღვაწე მხატვრებს მიიღონ მონაწილეობა პლენერებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში, არის არაჩვეულებრივი საშუალება ხელოვანისთვის გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ხელოვნებას და ინტეგრირდეს არტ სივრცეში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებში. სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში მოეწყო ბათუმელ მხატვართა გამოფენა ვენეციაში, რომლის არქიტექტურა, ხელოვნება და უსაზღვრო ფანტაზია სიზმრისეულ შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველში, რაც შემოქმედებით ინსპირაციად იქცევა მხატვრის ცხოვრებაში. მადლიერებას გამოვხატავ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის, რაც აუცილებლად იქცევა შთაგონების წყაროდ შემოქმედებაში.“

წარმატებული ხელოვანი და გამორჩეული მხატვარი ლუკა ბესელია მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ბენეფიციარია, მას განათლება ბათუმის სამხატვრო საწავლებელსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აქვს მიღებული, ხოლო 1996 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, პლენერებსა და სხვა სახელოვნებო პროექტებში. ასევე, მას მხატვრულად აქვს გაფორმებული არაერთი მუსიკალური სპექტაკლი და თეატრალური პროექტი.

Comments
Loading...