- Advertisement -

“ლურჯი ვეშაპის” თამაშში ჩართვას აიძულებდნენ – 8 წლის მოზარდის დედამ პოლოციას მიმართა

შემთხვევა ორი დღის წინ ქობულეთში მოხდა. დედის განცხადების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოზარდის დედა ტელეფონზე საუბარს თავად შეესწრო, გოგონას უცნობი პირი მუქარის ტონით აძალებდა, ნომერზე გამოგზავნილ "ლინკზე" დარეგისტრირებულიყო. როგორც დედა იხსენებს "აიპრესთან" საუბარში ბავშვს მანამდეც ურეკავდნენ და სხვადასხვა დაპირებებს სთავაზობდნენ, თუმცა მოზარდი თამაშში ვერ ჩაერთვებოდა, რადგან პირველი თაობის მობილური ტელეფონით სარგებლობდა.

"სამშაბათს საღამოს ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა 9 საათი იქნებოდა შემთხვევით გავიგონე, რომ ბავშვი ეუბნებოდა მე "ლურჯი ვეშაპი" არ ვიციო. ეს რომ გავიგე ტელეფონი წავართვი და ჩემი ხმა, რომ გაიგეს ტელეფონი გამორთეს. 20 წუთის შემდეგ იმავე ნომრიდან ისევ დარეკეს. მე ვუპასუხე და რუსულ ენაზე მესაუბრებოდნენ და მითხრეს, რომ ბავშვთან უნდოდათ საუბარი. რუსული ენა რომ კარგად არ ვიცი ჩემს ძმას მივუტანე ტელეფონი და ვუთხარი, რომ ბავშვს "ლურჯი ვეშაპის" გადმოწერას სთხოვდნენ. ყვირილის ხმა და მუქარა ისმოდა. ვცადეთ არაერთხელ იმ ნომერზე დარეკვა და არ გვპასუხობდნენ. თამაშს ბავშვს ფულოს სანაცვლოდ სთავაზობდნენ, 10 ათას ლარს ჰპირდებოდნენ. პოლიციის განყოფილების შემდეგ ფსიქოლოგებთან ვიმყოფებოდით", – აცაადებს ბავშვის დედა.

გამოძიებამ უკვე დაადგინა საკონტაქტო ნომრის მფოლობელები, თუმცა აღნიშნული ნომრები ქსელიდან უკვე გამორთულია. მოზარდის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის ორი დღეა სკოლაში არ მისულა. გოგონა საჯარო სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეა.

Comments
Loading...