- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დიდი ცვლილებებია საჭირო

საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

რამდენიმე შეკითხვა რეგიონებში წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

,,საკმაოდ დიდი ცვლილებები არის საჭირო წყალმომარაგების კომპანიაში როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ოპერირების კუთხით. დღეს ის ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიის მოთხოვნებს და ამ მიმართულებით ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი.

ალბათ, უმჯობესი იქნება ჯერ გავმართოთ კომპანიის ფუნქციონირება მთლიანად და შემდეგ ვიფიქროთ მის პრივატიზაციაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელებზე და ა.შ, ამ საკითხებზე ჩვენ ვმსჯელობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და დონორებთან ერთად და ბუნებრივია, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...