- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კახეთში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდეს

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახეთის რეგიონში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის შეკითხვის პასუხად მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ კახეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად პროექტების შესრულებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით.

"ბევრი დაწყებული პროექტი ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახლებული მენეჯმენტი, სადაც ჩვენ ცვლილებები უკვე განვახორციელეთ და კიდევ ვგეგმავთ, ამჟამად ბევრ პროექტზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ ტემპებსაც დავაჩქარებთ და პრობლემებს დროულად მოვაგვარებთ“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...