- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი : ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება

გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებდა, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მთიანი აჭარის მოსახლეობის სახელით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა და დაინტერესდა როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარებით.

"ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად, 2020 წელს დაგეგმილია ამ გზის დასრულება. რაც შეეხება ბათუმი-ხულოს გზას, 80 კილომეტრიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 2019 წელს ეს გზა დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი კვლავ მოვლა-შენახვის რეჟიმში იფუნქციონირებს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...