- Advertisement -

მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 47 ფაქტი, გურიაში – 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 49 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 16 ფაქტი, შიდა ქართლში – 45, ქვემო ქართლის მასშტაბით – 16 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 50 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 10 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 

Comments
Loading...