- Advertisement -

მაი მიმინოშვილი: ფოთში, დიდი ალბათობით, საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი დღეს ფოთში აბიტურიენტებს, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებთან ერთად შეხვდა.

მიმინოშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოთში, დიდი ალბათობით, საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება:

„ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია.არანაირი გადაწყვეტილება, რაც არუნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი რაზეც მათ უნდა იფიქრონ , მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები.“

შეგახსენებთ, 26 თებერვალს, ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში წელს არ ჩატარდება , რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ ფუნქციონირებს.ფოთელმა აბიტურიენტებმა ეს არგუმენტი აბსურდულად მიიჩნიეს და ქალაქში ეროვნული საგამოცდო ცენტრის არ გაუქმების მოთხოვნით, ყოველდღე საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ფოთში, 13 წლის მანძილზე საგამოცდო ცენტრში ყოველწლიურად 1 500-მდე აპლიკანტი ირიცხებოდა. გამოცდები ყოველგვარი ექსესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

Comments
Loading...