- Advertisement -

მალე ქარელს საცურაო კომპლექსი ექნება

ქარელში საცურაო აუზი შენდება. სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

რწმუნებულის თქმით, რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ინსფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ,,პანდემიის მიუხედავად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლოს ქარელელები თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო აუზით ისარგებლებენ,“- აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდი და მცირე აუზების მოწყობა. ასევე, კომპექსში განთავსდება სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Comments
Loading...