- Advertisement -

მალტაში, მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქედის გოგონათა გუნდი ასპარეზობს

8-14 აპრილს, მალტაში გამართულ მოსწავლეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში, ქედელი სპორტსმენები საქართველოს სახელით ასპარეზებენ. სპორტსმენები ქედიდან 7 აპრილს საზეიმო ვითარებაში გააცილეს, ღონისძიებას აჭარის განათლების მინისტრი, მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი და ქედის მერიც ესწრებოდნენ, მათ გოგინებს წარმატება უსურვეს. 

შეგახსენებთ "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"-ის ფარგლებში, ქედის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა 27 ივნის ქუთაისში პირველი ადგილი მოიპოვა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაგიდის ჩოგბურთში დაიმსახურა. 

დასავლეთის ზონის პირველი ადგილის დამაჯერებლად მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდებთან ფინალური თამაშები გამართა და უპირატესი გამარჯვებები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. შედეგად 4 სპორტსმენი ვაიოს სექციიდან: ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი მომავალ წელს მალტაში გაემგზავრნენ.

Comments
Loading...