- Advertisement -

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროკურორთან წავალთ თუ არა თბილისში, საღამოს ლოცვის შემდეგ გადავწყვეტთ

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, ხვალ თბილისში ჩასვლასა და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საღამოს მიიღებს. მალხაზ მაჩალიკაშვკლი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, წავა თუ არა მთავარ პროკურატურაში დაანონსებულ შეხვედრაზე.

"ამ დროისთვის არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, უნდა შევხვდე მოსახლეობასაც და გავესაუბრო პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებას საღამოს ლოცვის შემდეგ, რვა საათისთვის მივიღებ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Comments
Loading...