მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროკურორის აქ ჩამოსვლა ჩემი პირადი მოთხოვნა კი არა, მთელი ხეობის მოთხოვნა იყო ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 თებერვალი, 2018 425 "ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ჩავალ თუ არა ხვალ თბილისში და შევხვდები თუ არა შოთაძეს. მისი აქ ჩამოსვლა ჩემი პირადი მოთხოვნა კი არა, მთელი ხეობის და ქისტი ხალხის მოთხოვნა იყო,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "აიპრესთან" საუბრისას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაახლეობით ერთი საათის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვალ, 13:00 საათზე შეხვდეს. "როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შეხვედრა სურთ მარტო ჩვენთან, ოჯახის წევრებთან და არა გარეშე პირებთან. მათთან შეხვედრა კი სრულიად ხეობას უნდა. მე თუ ჩავალ ხვალ თბილისში არ მექნება შეკითხვები, ისედაც კარგად ვიცი, როგორ და რანაირად იძიებენ საქმეს, მე მექნება სამი მთავარი მოთხოვნა. ჩემ შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ თემირლანს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა", – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხვალ, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას საღამოს მიიღებს.