- Advertisement -

მალხაზ მაჩალიკაშვილი: როგორც ვატყობ, ყველაფერი სუსი-ს ხელშია

საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახი დუისში დაბრუნდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნები პროკურორს გააცნო,თუმცა არცერთზე პასუხი არ მიღია, პროკურატურა ოჯახის წევრებს მხოლოდ საგამოძიებო მასალების დეტალების გაცნობას დაპირდა.

"ხეობის მოსახლეობას უნდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ არ მოისურვეს აქეთ ჩამოსვლა. არადა ამ შეხვედრაზე,არაფერი არ თქმულა ისეთი, რისი საჯაროდ თქმაც არ შეიძლებოდა.

მე ვიფიქრე, რომ გენერალურ პროკურორს რამე შეუძლია, მაგრამ ეჭვის ქვეშ დავაყენე, ყველაფერი სუსის ხელშია, როგორც ვატყობ. შეხვედრით უკმაყოფილო ვარ,მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს, რაღაც მცირე იმედი გამოძიებასთან დაკავშირებით კიდევ მაქვს", – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

Comments
Loading...