- Advertisement -

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს

მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი შვილისთვის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოსახლეობასთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გარდაცვლილი ახალგაზრდას მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რადგან ის გამიზნულად არის მოკლული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. 
მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიწრა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 

Comments
Loading...