- Advertisement -

მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პატიმრობაში რჩება

26 წლის მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პატიმრობაში რჩება.

"გამოკითხვის ოქმში, ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ის რჩება წინასწარ პატიმრობაში" – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. იგი ბრალდებულის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ლიფტში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელი ორი დღის წინ სამართალდამცველებმა ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 34 წლის დაჭრილი ქალი საავადმყოფოში ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

Comments
Loading...