მამის ცემის გამო გურჯაანში მამაკაცი დააკავეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 მარტი, 2018 253 კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გ.მ.-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.