- Advertisement -

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 
გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას ითვალისწინებს,- ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი.
 
მაო ძედუნის მუზეუმის დირექტორმა ქსიამ ინგიმ  ხაზი გაუსვა  მემორანდუმის მნიშვნელობას და მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის. 
Comments
Loading...