- Advertisement -

მარაბდაში 5 კმ-იანი ახალი საავტომობილო გზა კეთდება

სოფელ მარაბდაში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებულია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად გაეცნო,- ამის შესახებ ინფომაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრი ავრცელებს 

ამ ეტაპზე მარაბდა-ქოთიშის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ასევე პარალელურად კეთდება სანიაღვრე არხები. აღნიშნულ გზის მონაკვეთს ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის აპრილში დასრულდება. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

 

Comments
Loading...