მარნეულის მერმა მოსწავლე მარია გასანოვას სიგელი გადასცა მარნეულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 დეკემბერი, 2017 433 "ევროპის სულის“ ვორქშოფში წარმატებით მონაწილეობისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოდგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დღეს, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარია გასანოვას, მადლობის სიგელი გადასცა. ღონისძიება მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორი კენან ომაროვი თანამშრომლებთან ერთად, მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ახსაბაძე და მარია გასანოვას მშობელი. აღსანიშნავია, რომ მარია გასანოვას მადლობის სიგელები, მუნიციპალიტეტის გარდა, ევროპის სულისა და ფონდი „კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრი“-ს მიერ გადაეცა. შეგახსენებთ, რომ მარნეულელმა მოსწავლემ მარია გასანოვამ მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო მოძრაობა „ევროპის სულის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, სახელწოდებით -„ახალგაზრდების ჩართვა საერთო ევროპული სივრცის შექმნის პროცესში“. ღონისძიება, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ახალგაზრდასა და სამოქალაქო სექტორის 70-მდე წარმომადგენელს აერთიანებდა, ქალაქ თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12-14 ოქტომბერს შედგა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში, ასევე, გერმანიის და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება ქალაქის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის პროცესის სწორად წარმართვასა და ახალგაზრდა ხელოვანი და მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებაში.