- Advertisement -

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გზის სარეაბილიტაიო სამუშაოები მიმდიანრეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადგილზე ხდება 1 210 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის დაგება.

პროექტი, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ადგილზე დასაქმებულია 16 ადგილობრივი მცხოვრები.

პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

Comments
Loading...