- Advertisement -

მარნეულში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

მეხუთე წელია წელია, რაც 7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით ”ალილოს” ფეხით მსვლელობით აღნიშნავენ.

მსვლელობა დღეს, 12:00 საათიდან მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და კულტურის სახლის წინ დასრულდა, სადაც თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად, ტკბილეულით, სურსათითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით შეეგებნენ.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ძღვენი, რომელსაც მონაწილეები გზადაგზა აგროვებდნენ , ქველმოქმედებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ საშობაო ალილოს შემდეგ კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ღონისძიება ,,შობის ვარსკვლავი” გაიმართა, რომლის შემდგომაც მეუფე გიორგიმ, ქრისტესშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.
დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია კი 2000 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით აღდგა.

Comments
Loading...