მარტვილის მერიის თანამშრომლები, რომლებიც სუს-მა დანაშაულში ამხილა, საჯარო უწყებაში მუშაობას განაგრძობენ მარტვილის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 მაისი, 2018 214 მარტვილის მერიის "საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის" წევრები, რომლებიც სუს-მა დანაშაულში ამხილა, საჯარო უწყებაში მუშაობას განაგრძობენ. როგორც მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადა მერიის შვიდი თანამშრომლის დანაშაულში მხილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ ის იცის, რომ საგამოძიებო უწყებამ ისინი დაკითხა.