- Advertisement -

მასწავლებელმა, რომელმაც “ოცნების” დროშით ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა, 100 ლარით დააჯარიმეს

მასწავლებელმა, რომელმაც "ოცნების" დროშით ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა, 100 ლარით დააჯარიმეს

შუახევში, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგი შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ 100 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ აიპრესს შუახევის #82 საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა ჯიმშერ აბაშიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ პედაგოგა მარინა დარჩიძეს 15 სექტემბერს პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, სადაც ბავშვებს „ქართული ოცნების „ დროშა ეკავათ ხელში. აღნიშნული ფოტო კი თავად პედაგოგმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. სწორედ ამიტომ მანანა დარჩიძეს, ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის იმ ადგილებში გამართვას სადაც კანონითაა აკრძალული.

საკითხთან დაკავშირებით პედაგოგს სკოლის დისციპლინური კომისიამ გადაწყვეტილებით სკოლის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა. ხოლო სხეფის სკოლას აჭარის განათლების და მეცნიერეის სამინიცტრომ გაფრთხილება მისცა.

Comments
Loading...