- Advertisement -

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018”-ის საუკეთესო ათეულში ბაღდათი N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მოხვდა

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის საუკეთესო ათეულში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე მოხვდა.

კოალიცია "განათლება ყველასათვის-საქართველოს" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სადაც 104 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, მანანა კაპეტივაძე საუკეთესო ათეულშო მოხვდა, გამარჯვებულებს ეროვნული ჯილდო 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გადაეცემათ, საუკეთესო ათეულის პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად სოლიდურ თანხას მიიღებს.

აღნიშნული კონკურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და იგი მიზნად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წახალისებას ისახავს.

Comments
Loading...