- Advertisement -

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში პედაგოგების მიღება გაიმართა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში პედაგოგების მიღება გაიმართა,- ამის შესახებ ინფრომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საჯარო სკოლების, ბაღების და ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგები სიგელებით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

სულ 85 პედაგოგი, რომელიც მერიაში თავად დაწესებულებებმა წარადგინეს. ასევე დაჯილდოვდნენ, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში სკოლებს შორის საუკეთესო შედეგისთვის #41 საჯარო სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ღონისძიება ყოველწლიურია.

Comments
Loading...