- Advertisement -

მაღალმთიანი აჭარის ბოლო გამგებლები და პირველი მერები

მუნიციპელიტეტების პირველ პირებს წოდება შეეცვალათ და გამგებლების ნაცვლად მერები იქნებიან. დღეს ახალი მერების პირველი სამუშაო დღეა, 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობით არჩვნებში გამარჯვებული: ხულო, ქედა, შუახევის მერებმა პირველ სამუშაო დღეს მათი თანამშრომლები გაიცნეს და ძირითადი ყურადღება განსახორციელებელ გეგემებზე გაამახვილეს.

ხულოში ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაჩაძე უკვე მოქმედმა მერმა გოჩა მელაძემ ჩაანაცვლა, შუახევში ტარიელ ებრალიძე ფრიდონ ფუტკარაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ქედაში დავით დუმბაძე, ლევან გორგილაძემ შეცვალა.

ხულოს ახლად არჩეულმა მერმა, სამუშაობს პირველ დღეს გამგეობის თანამშრომლებს უკვე ყოფილ გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად შეხვდა. გოჩა მელაძემ მადლობა გადაუხადა ხულოს მოსახლეობას გამოცხაებული ნდობისთვის და მის წინამორბედს გაწეული სამუშაობისთვის.

„მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებისათვის. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი გუნდი გაამართლებს ჩვენი მოქალაქეების იმედებს და ერთად დგომით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“– განაცხადა გოჩა მელაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის მერის რანგში პირველი გაცნობითი შეხვედრა ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან გამართა.

მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპ ხელმძღვანელებს მეტი გააქტიურებისკენ, თითოეული დასაქმებულის პროფესიული განვითარებისკენ მოუწოდა.

„ჩემი პირველი სამუშაო დღე მერიის სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან დაიწყო, დღეს უბრალოდ გაცნობითი შეხვედრა იყო. იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს თავს კარგად გაართმევს“,- განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძე ა(ა)იპ-ში დასაქმებულ თანამშრომლებს და არსებულ ვითარებას პირადად მომდევნო დღეებში გაეცნობა

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტის მერს ლევან გოგილაძეს, ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის მოხელეებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თვითმმართველობის წევრებთან სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განსახორციელებელ გეგმებზე გააკეთა ძირითადი აქცენტები.

მოქმედ მერს უფლებამოსილება დღესვე ოფიციალურად გადააბარა დავით დუმბაძემ და სიმბოლურად გასაღები გადასცა. სამუშაო მაგიდასთან კი ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაახვედრა, რომელიც ქედის განვითარებისთვის პრიორიტეტულია.

Comments
Loading...