- Advertisement -

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვს

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ნაწილი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვს. მძღოლები ჯერ პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი აჭარის მთავრობასთან გადმოინაცვლეს და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განმარტებით სხვადასხვა დროს ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები კი ჩამოართვეს და 9 თვეა მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

„გადამქონდა სახლის მშენებლობითვის 2 კუბური მეტრი მასალა, დამაჯარიმეს, იყო სასამართლო პროცესი, გადავიხადე ჯარიმა და 9 თვეა ველოდები პასუხს, როდის მომცემენ საკუთარ მანქანას, რომელიც პოლიციაშია გაჩერებული. პასუხს არავინ მცემს. ყველა ასეთ დღეში ვართ. პროკურატურასთან რომ ვერაფერი გავარკვიეთ, გადმოვედით ,თავრობასთან, გამარკვიონ მეკუთვნის თუ არა ჩემი მანქანა“-განაცხადა აქციის ერთერთი მონაწილემ.

აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობაში შეხვდნენ. დაუბრუნებენ, თუ არა მძღოლები კუთვნილ ავტომობილებს, მოლაოარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.

Comments
Loading...