- Advertisement -

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი 100 წლის ქალბატონი შეემატა – აიშე ბერიძე იუბილარია

აიშე ბერიძე 1918 წლის 10 ივლისს დაიბადა. ქვეყანას 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 19 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი გაუზარდა. წლების განმავლობაში სოფელ აქუცაში, წარმატებულად ეწეოდა მეთამბაქოეობას. მას ჯაფამ ვერაფერი დააკლო და დღესაც მხნედ გამოიყურება. ამის შესახებ ინფორმაცოას ქედის მერია ავრცელებს.

100 წელს მიღწეული ქალბატონი, დღეს აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად ბინაზე მოინახულა და იუბილე მიულოცა. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს 1000 ლარი გადაეცა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა კი ქალბატონს თაიგული და ტკბილეული მიართვა ხელმძღვანელმა პირებმა უხუცესს ჯანმრთელობა უსურვეს.

პ.ს. "100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

ქედაში ამ ეტაპზე 100 წელს მიღწეული სამი მოქალაქეა და სამივე ქალბატონი. უხუცესი კი 106 წლის ზექიე მჟავანძეა.

Comments
Loading...