მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი და ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 26 ნოემბერი, 2017 297 მაღალმთიან აჭარაში გუშინ შუადღის მერე გამოიდარა, თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1,2 სმ გადააჭარბა ხოლო დაბაში 80 სმ აღწევს. კურორტ გოდერძსა და გოდერძის უღელტეხილზე კი 1,30 აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ამდრომდე ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა. ოთხდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად მუნიციპალიტეტებში გადაადგილების და ელექტროენერგიის პრობლემა ამდრომდე რჩება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. დილიდან მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ხულო, ქედა, შუახევის მუნიციპალიტეტებში უკვე რამდენიმე დღეა ამოქმედებულია საგანგებო შტაბები, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები ხელმძღვანელობენ.