- Advertisement -

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო გადადგილებისა და ელექტროენერგიის პრობლემებია

მაღალმთიან აჭარაში 2 დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს, ხოლო სოფლებში 1.5 მეტრს აღწევს.

როგორც „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა, როგორც გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.  ზვავი ჩამოწვა რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან. ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტის ნახევარს. გადაადგილების პრობლემაა თითქმის ყველა სოფელში. როგორც მერიაში ამბობენ, დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„აიპრესს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაზიანებული ხაზების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტში „აიპრესთან“ აცხადებენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის 49 სკოლიდან სასწავლო პროცესი 43 სკოლაში შეჩერდა

Comments
Loading...