მაღალმთიან აჭარაში რამაზან ბაირამს ზეიმობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 15 ივნისი, 2018 181 რამაზან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. სპეციალურად ამ დღისთვის ოჯახის დიასახლისები ამზადებენ ტკბილეულს, რამაზან ბაირამის კერძებში ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ხალვა ითვლება, დიასახლისები მას ერთი დღით ადრე ამზადებენ და ამობობენ, რომ ხალვა მათი მიცვალებულების საპატივცემულოდ მზადდება.ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან. მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ყველა მეჩეთში მორწმუნეებმა სადღესასწაულო ლოცვას აღავლინეს, მუფთებმა მორწმუნეებს რამაზან ბაირამი მიულოცეს და ბაირამის დღესასწაულის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. რამაზან ბაირამის დღესასწაული მრევლს ხულო, ქედა, შუახევის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცა და ტკბილეულით უმასპინძლა.