- Advertisement -

მაღალმთიან აჭარაში საატესტატო გამოცდებს 1 158 მოსწავლე აბარებს

ხოლო, ქედა, შუახევის მუნიციპალიტეტებში საატესტატო გამოცდებს სულ 1 158 მოსწავლე აბარებს, ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ რესურსცენტრების უფროსებმა მიაწოდეს.

შეგახსენებთ საატეტსატო გამოცდები გუშინ დაიწყო, პირველი გამოცდა მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუწარდათ, დღეს კი მოსწავლეები გამოდას ინგლისურ ენაში აბარებენ. 

ხოლოში ხულს 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა, აქედან ატესტატის მოპოვებას 485 მოსწავლე ცდილობს, 278 კი XII-ე კლასელია, ხოლო 207 მოსწავლე, რომლებმაც გასულ წლებში საატესტატო გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება კერძო სკოლას სულ 19 მოსწავლე აბარებს აქედან 16 XII-ე კლასელია.

როგორც ედუარდ გოგრაჭაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, შუახევში სულ 216, XII-ე კლასელია, ხოლო 101 იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც წინა წლებში საატესტატო გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა და წელსაც აბარებენ. 

რაც შეეხება ქედას, რესურსცენტრის უფროსის დურმიშხან შავიშვილის ინფორმაციით, ქედაში სულ 337 ბავშვი აბარებს გამოცდას აქედან 300 XII-ე კლასის მოსწავლე, ხოლო 37 ის მოსწავლე, რომელმაც წინა წლებში საატესტატო გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა.

Comments
Loading...