მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა დღეს გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 ნოემბერი, 2017 362 დღეს მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ხულოს, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში სხდომაზე დებუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. შეგახსენებთ ხულოს საკრებულო აჭარაში ყველაზე მრავალპარტიულია აქ სულ ხუთი პარტიაა. ოთხი პარტიისაგან შედგება ქედის და შუახევის საკრებულოები. თუ ვინ გახდება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ეს დღეს გახდება ცნობილი.