- Advertisement -

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ყველა ძირითად მიმართულებაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქედის მუნიციპალიტეტში დაზიანებული წონიარისის ხიდის შესწავლა საპროექტო სამსახურის მიერ უკვე განხორციელდა. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს.

Comments
Loading...