- Advertisement -

მაღალმთიან აჭარაში ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულს აღნიშნავენ მაღალმთიან აჭარაშიც. ტრადიციის თანახმად დღესასწაული 3 დღეს გრძელდება. მუსლიმები დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვის გარდა ტრადიციულ ტკბილეულს, ჰალვას ამზადებენ და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.

ყურბან–ბაირამი მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის განმარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ხულოს საზაფხულო იალაღებზე არსებულ მეჩეთებში ყურბან- ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გამაიძეც ესწრებოდა. მათ იალაღებზე მყოფებს დღესასწაული მიულოცეს. 

ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვას შუახევსა და ქედაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესასწაული მუნიციპალიტეტებში მოქმედ ყველა მეჩეთში მიულოცეს.

Comments
Loading...