- Advertisement -

მაჩალიკაშვილების ადვოკატი: 26 დეკემბრის ღამის შემდეგ მთავარი და მნიშვნელოვანი ნივთმკტიცება შეცვალეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხს უნდობლობას უცხადებს. მარიამ კუბლაშვილი ძალაში ტოვებს შუადგლობას, რომ სპოეცოპერაციის ღამეს გამოყენებულ იარაღზე დამუკდიებელი ბალსიტიკური ექპსერტიზა ჩაატარდეს. 

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვანში წარმოდგდენილია შეკეთებული იარაღი, რის მიხევითაც გილზა არ არის ამოღებული, სწორედ ამიტომ კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვენლოვანი ნივთმტკიცება შეცვილი და განადგურებილია.

"გავეცანი ექსპერტიზის პასუხს, სადაც აღინიშნა, რომ შეკეთებული იარაღია მიტანილი ექსპერტიზაზე. იარაღი როცა ისვრის გილზას ხომ აგდებს, ესეიგი გილზა არ არიის ამოღებული. ბუნებრივია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ეს გილზა უნდა ყოფილიყო ამოღებული, საიდანაც მოხდა სროლა. რომ ვიკითხეთ სად არის ეს გილზა, პასუხი იყო რომ იარაღმა გაჭედა და შესაბამისად ეს გილზა ვერ ამოვიღეთ. ასეთი პასუხის შემდეგ ჩვენ მაშინვე დავაყენეთ ბალსიტიკური ექპსერტიზა, რომ სპეცოეპრაციის ღამეს იყო თუ არა იარღი გაუმართვი, ექსერტიზის დასკვნა კი ამბობს, რომ ეს იარაღი გამართულ მდგომარეობაშია თუმცა შეკეთებულია, ანუ 26 დეკემბრის ღამის შემდეგ მთავარი და მნიშვნელოვანი ნივთმკტიცება შეცვალეს.

ეს არის განადგურება, ვის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან ნივთმტკცებას ანადგურებს. ამიტომ მე დავაყენე შუამდგომლობა და სასწარფოდ ვითხოვ იარაღის იმ ნაწილს რაც შეცვალეს. გილზას, რომელიც ვითომდა გაიჭედა და ასევე ვითხოვ ცეცხლსასროლ იარაღსაც, რომ მე ჩავატარო დამოუკიდეველი ბალისტიკური ექპსერტიზა. ჩვენ ეჭვის ქვეშ ვაყენებთ, რომ ვითომ იარაღი არის შეკეთებული, რადგან ეს არის ნატოს სტანდარტის "M16" ტიპის იარაღი, რომელსაც წუნი არ აქვს და არადამაჯერებელია რომ მოხმარების დროს გაეჭედა,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

Comments
Loading...