- Advertisement -

მაჩალიკაშვილი: აქციებს ვიწყებთ თბილისში, კონკრეტულ თარიღს ორშაბათს დავასახელებ

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე საუბრობს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა "აიპრესს" განუცხადა, რომ აქციები თბილისში გაიმართება და კონკრეტულ თარიღს ორშაბათს საღამოს, კონსულტაციების გამართვის შემდეგ დაასახლებს.

"სიახლე არაფერი არ არის, ამიტომ გარდაუვალია უკვე აქციების გამართვა. ორშაბათს თბილისში ჩავდივარ, სადაც ჩემ ადვოკატებს და გარკვეულ პირებს შევხვდები, იქ დავაზუსტებთ ყველა დეტალს და ორშაბათს საღამოს მეცოდინება ზუსტი თარიღი. ამის იქით გზა აღარ მაქვს უკვე. მთავარი მოთხოვნა არის დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები და თემირლანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.“ – განაცხადა "აიპრესთან" საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Comments
Loading...