- Advertisement -

მაჩალიკაშვილი: თუ პანკისელებს ხელისუფლებისადმი ნდობა აღარ ექნებათ და ქისტი მოსახლეობა დატოვებს ნელ-ნელა ხეობას

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სპეცოპერაციის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს. 

"მე იმდენად კარგად არ ვიცი ქართული, რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ამ სიტყვებში მხოლოდ ნდობის დაკარგვა იგულისხმებოდა, თუ პანკისის მაცხოვრებლებს ხელისუფლებისადმი ნდობა აღარ ექნებათ და ქისტი მოსახლეობა დატოვებს ნელნელა ხეობას, პანკისის ხეობა ქისტი მოსახლეობის გარეშე დაიკარგება. ამის თქმა მინდოდა მე მხოლოდ. ეს ჩემი განცხადება ვისაც როგორ აწყობდა ისე გაიგო, მე არასოდეს წავალ ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. "- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Comments
Loading...