- Advertisement -

მაჩალიკაშვილი: ხეობა სტრასბურგში საქმეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაიწყებს და არა ხალხის

ამ წუთებში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშბილის ოჯახი არასამთავრობო სექტორის წარმომადგნლებს ხვდბა. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო გამოძიების დეტალები ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ უკვე 45 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა. პრინციპში, აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი, სახელმწიფო თავის შეცდომას ხომ არ აღიარებს?" – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ოჯახი აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

"ეს იქნება საქმე, რომელსაც ხეობა დაიწყებს საქართველოს მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

სამომავლო სამოქმდო გეგმასთან დაკავშკრებით მაჩალიკაშვილის ოჯახი გადაწყვეტილებას დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

Comments
Loading...