- Advertisement -

მახინჯაურში რუხაძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი 3 თვით გადაიდო

კერძო მევახშეს და რუხაძეების ოჯახს შორის დღეს მოლაპარაკაება შედგა და გამოსახლების საკითხი 3 თვით გადაიდო. მოდავე მხარე ოჯახისგან 5 წლის წინ გაპროცენტებული თანხის სანაცვლოდ იპოთეკით დატირთული საცხოვრებელი სახლიდან სარგოს სახით 48 000 დოლარს ითხოვს.

ამ ხნის განმავლობაში ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი ფართი უნდა გაყიდოს და მევალეს თანხა სრულად დაუბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ბიურო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოჯახს კანონიერად გამოასახლებს. რუხაძეებმა 2013 წელს მეგობარს 15 000 დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართი იპოთეკით დაუტვირთა, თუმცა მოგვიანებით ნდობით აღჭურვილმა პირმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მევახშე პასუხისმგებლობას ხუთი წლის შემდეგ იპოთეკის მესაკუთრეს აკისრებს.

Comments
Loading...