- Advertisement -

მდინარე კინტრიშის ხეობაში ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის რეაბილიტაციაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება,-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარისა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება.

ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა. ასეთ მდგომარეობაში მოვიდა ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, თუმცა არც ამის შემდგომ დასრულებულა ტაძრის ნგრევა. ადგილობრივ მოსახლეს, ემილ ტარიელაძეს ტაძრის ნარჩენებისგან ქვის სახლის აშენება უნდოდა. მართალია, მან ვერ შეძლო ეკლესიის სამშენებლო მასალით სახლის აგება, თუმცა მოახერხა ტაძრის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ლაშა ასლანიშვილმა დაათვალიერეს.

Comments
Loading...