მდინარე ჭოროხზე მეორე დღეა 51 წლის მამაკაცს ეძებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 ივლისი, 2018 166 ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მდინარის პირას ის გუშინ ახლობლებთან ერთად ქეიფობდა. მოგვიანებით ნასვამ მდგომარეობაში წყალში შევიდა და მდინარემ გაიტაცა. როგორც თვითმხილველები იხსნენებენ მამაკაცის გადარჩენა სცადეს თუმცა უშედეგოდ. სამძებრო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა 25 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს.